Tuesday, July 22, 2014

თევზაობა მონსტრებზე



ძველ ხანაში კაცობრიობა დარწმუნებული იყო რომ ოკეანეებში, ზღვებსა, ტბებში თუ მდინარეებში მონსტრები ცხოვრობნენ, რომლებიც რეგულარულად იკვებებოდნენ შინაური ცხოველებით და ადამიანებითაც კი!
თანამედროვე მეცნიერების განვითარებამ მითების უმეტესობა რა თქმა უნდა განაქარწყლა, მაგრამ ბევრი მათგანი თურმე სიმართლე ყოფილა და აღმოჩნდა რომ წყლის მონსტრები მართლა არსებობენ.
დღეს დღეობით ყველაზე ცნობილი მონადირე წყლის მონსტრებზე არის ბიოლოგი და ჩვენი კოლეგა მეთევზე ექსტრემალი ჯერემი უეიდსი. მან ანკესით ხელში შემოიარა თითქმის ყველა ის ადგილი დედამიწაზე, სადაც მონსტრების ბინადრობაზე და მათი ადამიანზე თავდასხმის ფაქტი იყო დადასტურებული.
გთავაზობთ ფოტო რეპორტაჟს ჯერემი უეიდსის თევზაობიდან მონსტრებზე. პირადად მე ამ კაცის ძალიან მშურს... თქვენ? wink.gif 



ალბათ ყველაზე დიდი რაოდენობით მონსტრი თევზები ამაზონიაში გვხვდებიან. წითელი (წითელმუცელა) და შავია პირანია, ყველაზე ცნობილი და გაპიარებული მონსტრები.




ესეც ამაზონიელი პაიარა . მისი შესახედაობა თავისთავად ყველაფერზე მიგვითითებს, ამბობენ ადამიანს არ ერჩისო თუმცა ადგილობრივი ინდიელები სულ სხვა აზრზე არიან.




მორიგი მეგობარი ამაზონიიდან -ელექტრო გველთევზა-. ამ აბსურდული შესახედაობის თევზმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა...




პაკუ -ამაზონია. ესხმის ადამიანს იშვიათად, მაგრამ რა დღეში ჩააგდებს საცოდავს მგონი ღიმილზე ეტყობა.




ამაზონიის გიგანტი არაპაიმა. მან არაერთი ზედმეტად თავ დაჯერებული მეთევზე ნავიანად გაიტაცა და ჩაძირა..




მონსტრი ქარიყლაპია ჩრდილო ამერიკიდან ალიგატორ გარ. მის სინდისზე ძირითადა შინაური ფრინველები და მცირე ზომის ცხოველების სიკვდილია, თუმცა ადგილობრივები მას რამოდენიმე ბავშვის სიკვდილშიც ადანაშაულებენ.




ვერასდროს გავიგებ იმ ადამიანების, რომლებიც ბანაობენ მდინარე კონგოში (აფრიკა), აქ ხომ ტერაპონ გოლიაფი ბინადრობს..




მონსტრი ლოქო გუნჩი ჩრდილო ინდოეთიდან. ადგილობრივები ამტკიცებენ რომ იგი ქალიშვილებს ჭამს.. ინდური კინოა რა biggrin.gif




შეაჯვარეთ ზვიგენი, სქაროსი და ბენზოხერხი. მიიღებთ ჩრდილო ავსტრალიაში მობინადრე ძალიან იშვიათ ხერხთევზას. მისი თავდასხმის შემდეგ რამოდენიმე მეთევზე სისხლით დაიცალა..




ახალზელანდიური გველთევზა. იზრდება თითქმის 2 მეტრი. ცნობილია იმით რომ ესხმის ადამიანს თავს ერთდროულად 5 და მეტი ეგზემპლიარი.




გიგანტური ექვს ლაყუჩიანი ზვიგენი მდინარე ზამბეზიდან (აფრიკა). ჭამს ყველაფერს...




მდინარე მეკონგი (ტაილანდი) გიგანტური სქაროსი. მას კუდზე შხამიანი ქიცვი აქვს, რომლის საშუალებით არაერთი მეთევზე დაჭრა და ცხოვრებასაც გამოასალმა...




კანადის ცივი წყლების ბინადარი თეთრი ზუთხი. იზრდება 800 კილო. ჩაძირა არაერთი ნავი თავის მეთევზეებიანად..




ნილოსის ქორჭილა. იზრდება 2 მეტრი და 250 კილო. მისი ჩარტყმა იმდენად ძლიერია რომ არაერთი მეთევზე გადაუგდია ნავიდან. ნილოსში კი ძალიან დიდი და მშიერი ნიანგები ბინადრობენ...




ევროპული ლოქო. ამ მონსტრ ჩვენც ვიცნობთ და მასზე ვთევზაობთ კიდეც მარა ჯერ ჯერემის ნაერი შედეგებით ვერ დავიკვეხნით. ამბობენ რომ ლოქო ადამიანსაც ესხმის თავსო, თუმცა დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს.

No comments:

Post a Comment