![]()
ილუმინატი არის მსოფლიოში უდიდესი საიდუმლო დაჯგუფება, სადაც გაერთიანებულნი არიან ადამიანები, რომლებიც შეპყრობილნი არიან დემონების,
ეშმაკების მიერ და მიჰყვებიან სატანას და ასრულებენ მის დავალებებს. ილუმინატის თითოეული წევრი, მანამ სანამ ჯგუფის წევრი გახდება, დებს ფიცს და გადის სპეციალურ რიტუალს. რიტუალი შემდეგია: პიროვნება წვება კუბოში, ხოლო შემდეგ იქიდან ამოდის, რაც ნიშნავს ხელმეორედ დაბადებას–მან თავისი პერსონა მოკლა და სული ეშმაკს გადააბარა; ის ახლა სხვა ადამიანია (ადამიანი?). ილუმინატი აკონტროლებს ჰოლივუდს, სიმღერის ინდუსტრიას და აქვს პირდაპირი კავშირები სხვადასხვა სპორტსმენებთან. ილუმინატის წევრები სპორტსმენებს პირდებიან წარმატებას, პოპულარულობას და რაც მთავარია ფულს, მხოლოდ იმაში, რომ მათ დადონ ფიცი და შუა თამაშებისას სპეციალური სატანისტური სიმბოლოებით „მოხიბლოს“ საზოგადოება. გამოდის, რომ ისინი სულს ეშმაკს აბარებენ, ხოლო სანაცვლოდ განკითხვის დღემდე(!) განცხრომაში ცხოვრობენ. ილუმინატის კისერზეა ბევრი ცნობილი ადამიანის მკვლელობა, რომლებიც ცდილობდნენ ხალხამდე სიმართლე მიეტანათ. თუფაქ შაკური, ყველა დროის საუკეთესო რეპერი, თავის დროზე ამ დაჯგუფების წევრი იყო, მან სული ეშმაკს მიჰყიდა, თუმცა როცა დაინახა, თუ რა ხდებოდა და რეებს აკეთებინებდნენ სატანისტები მას, გადაწყვიტა ახალი ცხოვრება დაეწყო, ცხოვრება თავისუფლებისა და იესო ქრისტეს მიმდევრობისა. თუფაქი ცდილობდა საკუთარ ლირიკაში გამოეყენებინა მინიშნებები, რათა მის მსმენელს სიმართლე გაეგო. იგი ცდილობდა გაყიდული სულის დაბრუნებას. მან იწამა ღმერთი. ყველაზე დიდი ნაბიჯი უდიდესი რეპერის მხრიდან იყო ალბომის გამოშვება, სახელად „დონ ქილუმინატი“ („ქილ ილუმინატი“–მოკალი ილუმინატი), რაც პირდაპირ მიანიშნებდა საიდუმლო დაჯგუფების არსებობაზე და ხალხს ფეხზე ადგომისაკენ და მისი განადგურებისაკენ მოუწოდებდა. ამის საპასუხოდ, ილუმინატი მედიის საშუალებით თუფაქზე ყოველთვის ცუდს ლაპარაკობდა და მხოლოდ მის ე.წ. განგსტერულ მხარეს აჩვენებდა, რათა საზოგადოების თვალში ის დაემცირებინა. როდესაც შედეგი ამან არ გამოიღო, სატანისტებს არაფერი დარჩენოდათ გარდა მისი მოკვლისა. შაკურმა დატოვა წუთისოფელი, როგორც მებრძოლმა, ტანჯულმა ადამიანმა. მისი სიკვდილი კვლავ ე.წ. განსგტერულ ცხოვრებას დაბრალდა და ისევ და ისევ მედიის დახმარებით ილუმინატიმ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია. ილუმინატის კიდევ ერთი მსხვერპლი მაიკლ ჯექსონია. მისი ნიჭის
აღმოჩენისთანავე, სატანისტები მიხვდნენ, რომ მას დიდი კარიერა ელოდა და დროულად გააყიდინეს სული. ისინი პოპის ვარსკვლავს ბევრ ფულს და ნომერ პირველობას დაპირდნენ. ჯექსონი ნამდვილად გახდა პირველი და მთელი მსოფლიო აღიარებდა მის დიადობას. ილუმინატი ამას თავისთვის ბრწყინვალედ იყენებდა და მის კლიპებში სხვადასხვა ეშმაკისეულ სიმბოლოებს აჩვენებდა ისე, რომ მაყურებელი ვერაფერს ხვდებოდა. მაიკლმა გადაწყვიტა გაყიდული სულის დაბრუნება და ქრისტიანულ გზაზე დადგომა. როდესაც სატანისტები მიხვდნენ, რომ იგი ნელ–ნელა ტოვებდა დაჯგუფებას და
იწყებდა სიმართლის ქადაგებას, მას ნაირ–ნაირი ჭორები მოუგონეს და ბრალდებები წაუყენეს სწორედ იგივე გზით, როგორც თუფაქს; მიზანიც ერთი იყო–ხალხის თვალში დამცირება და მასზე წარმოდგენის შეცვლა. ჯექსონმა ერთ–ერთ ინტერვიუში თქვა: „მათ ჩემი ცხოვრება შეცვალეს. მე მსოფლიოში პირველი ვიყავი და ყველა მიცნობდა. არ მინდა ბევრის თქმა...არ მინდა ბევრის თქმა...ამით უამრავ სიცოცხლეს ვაგდებ საფრთხეში.“ უიტნი ჰიუსტონი–ილუმინატის უახლესი მსხვერპლი. მოკლედ გეტყვით, სიკვდილის წინა დღეს უიტნი ბრენდი ნორვუდის და კიდევ ორი ცნობილი პირის პრესკონფერენციაზე შეიჭრა. ჰიუსტონი სულ სველი იყო და ბრენდიმ როდესაც შეეკითხა რა გჭირსო, მან მიუგო: „რამის კიდევ დავიხრჩე.“ მან ნორვუდს პატარა ფურცელიც გადასცა, ძალიან თბილად აკოცა და გამოემშვიდობა. მეორე დღეს უიტნი ვანაში დამხრჩვალი იპოვეს, ხოლო ბრენდიმ არ ისურვა იმ წერილის ხალხისთვის გაზიარება, რაც მას შავკანიანმა მომღერალმა დაუტოვა. ილუმინატის ათობით სიმბოლო არსებობს, რომლებსაც ჩვენ ყველგან ვხედავთ, მაგრამ სიმართლეს და ამ სიმბოლოების მნიშვნელობას ვერ ვხვდებით. რამოდენიმე მათგანი, რომელსაც კალათბურთში იყენებენ არის სამი ექვსიანი. ცერა თითი და საჩვენებელი თითი რგოლს, ანუ ექვსიანის მუცელს აჩვენებს, ხოლო შუა თითი, არათითი და ნეკა თითი ექვსიანების თავებს. ასევე კიდევ ერთი ნიშანი არის პირამიდა თავზე თვალით, ე.წ. All seing eye (ყველაფრის დამნახავი თვალი). საოცარია, რომ ეს პირამიდა თვალით არის დახატული ამერიკულ ერთ დოლარიანზე. ეს ფაქტი ნამდვილად შემზარავია, გასაოცარია და კიდევ უფრო გასაკვირი ისაა, რომ ხალხს მაინც არ სურს ილუმინატის არსებობის აღნიშვნა ამის შემდეგაც კი. არსებობს კიდევ ერთი ცნობილი სიმბოლო, რომელსაც სპორტმენები ხშირად გვაჩვენებენ. ეს არის პირამიდის გამოსახვა ხელებით, როდესაც ცერა თითები და საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება. ილუმინატის წევრია ბევრი კალათბურთელი და ამას ბევრი ფაქტიც ადასტურებს. მაგალითისათვის ლებრონ ჯეიმსი მოვიყვანოთ, რომელიც დღეისათვის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშეა და დიდ ფულსაც შოულობს. პირველ რიგში დავიწყოთ „მაიამი ჰიტის“ ვარკსვლავის სიახლოვით რეპერ ჯეი–ზისთან, რომელიც ილუმინატის ერთ–ერთი მთავარი მასონია. მარტო იმის აღნიშვნა რად ღირს, რომ როდესაც ჯეი–ზის ერთ–ერთი სიმღერის მისამღერი უკუღმა გაუშვეს, გამოვიდა შემდეგი: „ექვსი, ექვსი, ექვსი, მკვლელი, მკვლელი იესო!“. ლებრონი მის კონცერტზე ხშირად გამოსულა და მასთან ერთად უჩვენებია ხალხისთვის სხვადასხვა მასონური სიმბოლოები. მეორე ფაქტი არის ის, რომ ჯეიმსმა ნომერი შეიცვალა. მის მაისურზე ადრე 23 ეწერა, ხოლო ახლა უკვე 6 აწერია. როდესაც „კლივლენდ კავალიერსის“ მაშინდელ მწვრთნელს მაიკ ბრაუნს ჰკითხეს თუ რატომ შეიცვალა გუნდის ლიდერმა ნომერი, მან მიუგო: „ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა რა ნომრით ითამაშებს იგი. მან გვთხოვა, რომ ეს მისი რწმენებისთვის და შეხედულებებისთვის არის საჭირო.“ კიდევ უამრავი ფაქტის და დამადასტურებელი საბუთის მოყვანა შეიძლება, რომ ილუმინატი ნამდვილად არსებობს. ეს სტატია ამისთვის ნამდვილად არ არის საკმარისი. ამიტომ ვგონებ ეს მოცემული მასალაც გაგახელინებთ თვალებს და დაგანახებთ სიმართლეს. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჯეიმსის მაგალითად მოყვანა რაიმე პირადულ სიძულვილს არ წარმოადგენს და როგორც ზევით აღვნიშნე კიდევ უამრავი მოთამაშეა სატანისტური დაჯგუფების წევრი, მათ შორის კობი ბრაიანტიც! თითოეულ მათგანს შეუძლია სანამ დრო აქვს შეცდომები გამოასწოროს, დაიბრუნოს სული და იწამოს უფალი. ილუმინატი აკონტროლებს ყველაფერს დღევანდელ მსოფლიოში. სწორედ ილუმინატი მართავს მრავალი ქვეყნის მთავრობას და პრეზიდენტები უბრალო მარიონეტები არიან იმ სატანისტებისა, რომლებიც ზიან და სიამოვნებას იღებენ ქრისტიანობის განადგურებით, სატანის დიდებით და ხალხის ტვინის გამორეცხვით. ქვემოთ გთავაზობთ ეშმაკისეულ სიმბოლოებს და უბრალოდ უყურეთ თქვენი დღევანდელობის საყვარელი მომღერლების კლიპებს და ნახავთ თუ არ აღმოაჩენთ ამ ნიშნებს. გაახილეთ თვალი, არ შეშინდეთ და არ დაუმონდეთ მასონებს. მთავარია ღმერთის გწამდეთ და მიჰყვეთ მის გზას, გზას რომელიც სამოთხისაკენ მიდის. ლებრონ ჯეიმსის შოკისმომგვრელი სატანისტური რიტუალები მატჩების წინ. მან ამ რიტუალების გაკეთება 4–5 წლის წინ დაიწყო–სწორედ მაშინ როდესაც ჯეი–ზის დაუახლოვდა. იგი სატანას ევედრება, რათა წარმატებას მიაღწევინოს. ასევე კარგად გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ კამერები ლებრონის გადაღებას სწორედ მაშინ იწყებენ, როდესაც ჰიმნი დასასრულს უახლოვდება–ანუ ოპერატორებმა უკვე იციან თუ რა უნდა ქნას მან და სპეციალურად გვაჩვენებენ ამას ტელეეკრანებზე.
ურადღება მიაქციეთ 1:52 წუთს
http://www.youtube.com/watch feature=player_embedded&v=2PBTxtDr_xs ყურადღება მიაქციეთ 2:03 წუთს http://www.youtube.com/watch?v=8fJXfm-9T6Q&feature=player_embedded ყურადღება მიაქციეთ 1:48 წუთს http://www.youtube.com/watch?v=5HTv4H75pTk&feature=player_embedded ყურადღება მიაქციეთ 1:54 წუთს http://www.youtube.com/watch?v=VmSaDQN2NoI&feature=player_embedded ღმერთი იყოს თქვენი მფ |
საინტერესო
Tuesday, July 22, 2014

ძველ ხანაში კაცობრიობა დარწმუნებული იყო რომ ოკეანეებში, ზღვებსა, ტბებში თუ მდინარეებში მონსტრები ცხოვრობნენ, რომლებიც რეგულარულად იკვებებოდნენ შინაური ცხოველებით და ადამიანებითაც კი!
თანამედროვე მეცნიერების განვითარებამ მითების უმეტესობა რა თქმა უნდა განაქარწყლა, მაგრამ ბევრი მათგანი თურმე სიმართლე ყოფილა და აღმოჩნდა რომ წყლის მონსტრები მართლა არსებობენ.
დღეს დღეობით ყველაზე ცნობილი მონადირე წყლის მონსტრებზე არის ბიოლოგი და ჩვენი კოლეგა მეთევზე ექსტრემალი ჯერემი უეიდსი. მან ანკესით ხელში შემოიარა თითქმის ყველა ის ადგილი დედამიწაზე, სადაც მონსტრების ბინადრობაზე და მათი ადამიანზე თავდასხმის ფაქტი იყო დადასტურებული.
გთავაზობთ ფოტო რეპორტაჟს ჯერემი უეიდსის თევზაობიდან მონსტრებზე. პირადად მე ამ კაცის ძალიან მშურს... თქვენ?


ალბათ ყველაზე დიდი რაოდენობით მონსტრი თევზები ამაზონიაში გვხვდებიან. წითელი (წითელმუცელა) და შავია პირანია, ყველაზე ცნობილი და გაპიარებული მონსტრები.

ესეც ამაზონიელი პაიარა . მისი შესახედაობა თავისთავად ყველაფერზე მიგვითითებს, ამბობენ ადამიანს არ ერჩისო თუმცა ადგილობრივი ინდიელები სულ სხვა აზრზე არიან.

მორიგი მეგობარი ამაზონიიდან -ელექტრო გველთევზა-. ამ აბსურდული შესახედაობის თევზმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა...

ამაზონიის გიგანტი არაპაიმა. მან არაერთი ზედმეტად თავ დაჯერებული მეთევზე ნავიანად გაიტაცა და ჩაძირა..
მონსტრი ქარიყლაპია ჩრდილო ამერიკიდან ალიგატორ გარ. მის სინდისზე ძირითადა შინაური ფრინველები და მცირე ზომის ცხოველების სიკვდილია, თუმცა ადგილობრივები მას რამოდენიმე ბავშვის სიკვდილშიც ადანაშაულებენ.

ვერასდროს გავიგებ იმ ადამიანების, რომლებიც ბანაობენ მდინარე კონგოში (აფრიკა), აქ ხომ ტერაპონ გოლიაფი ბინადრობს..

მონსტრი ლოქო გუნჩი ჩრდილო ინდოეთიდან. ადგილობრივები ამტკიცებენ რომ იგი ქალიშვილებს ჭამს.. ინდური კინოა რა


შეაჯვარეთ ზვიგენი, სქაროსი და ბენზოხერხი. მიიღებთ ჩრდილო ავსტრალიაში მობინადრე ძალიან იშვიათ ხერხთევზას. მისი თავდასხმის შემდეგ რამოდენიმე მეთევზე სისხლით დაიცალა..

ახალზელანდიური გველთევზა. იზრდება თითქმის 2 მეტრი. ცნობილია იმით რომ ესხმის ადამიანს თავს ერთდროულად 5 და მეტი ეგზემპლიარი.

მდინარე მეკონგი (ტაილანდი) გიგანტური სქაროსი. მას კუდზე შხამიანი ქიცვი აქვს, რომლის საშუალებით არაერთი მეთევზე დაჭრა და ცხოვრებასაც გამოასალმა...

კანადის ცივი წყლების ბინადარი თეთრი ზუთხი. იზრდება 800 კილო. ჩაძირა არაერთი ნავი თავის მეთევზეებიანად..

ნილოსის ქორჭილა. იზრდება 2 მეტრი და 250 კილო. მისი ჩარტყმა იმდენად ძლიერია რომ არაერთი მეთევზე გადაუგდია ნავიდან. ნილოსში კი ძალიან დიდი და მშიერი ნიანგები ბინადრობენ...
კანიბალიზმი არის მოქმედება, როდესაც ორგანიზმები თავისივე სახეობის სხვა ინდივიდებს ჭამენ. თუ ეს ადამიანებს ეხება, მაშინ შეგვიძლია გამოვიყენოთ ტერმინი ანთროპოფაგია.
კანიბალიზმი იყო ფართოდ გავრცელებული უძველესი დროის ადამიანებში. კანიბალიზმი მე-19 საუკუნეშიც გვხვდებოდა იზოლირებულ კულტურებში. ფიჯი ერთ დროს იყო ცნობილი როგორც "კანიბალების კუნძული". კანიბალიზმის მსოფლიოს მაშტაბით გავრცელება კარგადაა დოკუმენტებით დადასტურებული: ფიჯიდან ამაზონის დაბლობში, კონგოს დაბლობსა და მაიორის ტომებში ახალ ზელანდიაში. ნეანდერტალესებზე არის ვარაუდები, რომ მათში კანიბალიზმის აქტები ხდებოდა და შემდეგ ისინი იქნენ შეჭმულნი თანამედროვე ადამიანების მიერ.
არაადამიანურ სახეობებში კანიბალიზმი საკმაოდ ხშირია, მაგალითად ობობებსა და მორიელებში. ამ შემთხვევაში, სექსუალური აქტის შემდეგ მდედრი ჭამს მამრს.
ანთროპოლოგებს სჯერათ,რომ კანიბალიზმი ადამიანებში ჯერ კიდევ მანამდე იყო გავრცელებული, სანამ ისტორია ყოველივეს ასახვას დაიწყებდა. თქმულებები და მსოფლიო ლიტერატურა სავსეა ამაღელვებელი ამბებით მოკვეთილი თავების შემგროვებელ კანიბალებზე აფრიკის ჯუნგლებიდან, გულის მჭამელ ტომებზე ამაზონის ტროპიკებიდან, ადამიანის ხორცთან დაკავშირებით მთელი რიგი ცერემონიები აქვთ ახალი გვინეის აბორიგენებსაც.
კანიბალიზმი ცივილურ საზოგადოებაში ზიზღს იწვევს, მაგრამ რადგანაც ეს პრობლემა კიდევ არსებობს, ჩვენ ხშირად გვიწევს ფიქრი იმის თაობაზე, თუ რატომ სჯერა ამ ტომების ხალხს მკვდარი ადამიანის ხორცით მოტანილი ბედნიერების და რა რწმენით აღასრულებენ მთელ ამ რიტუალთა კასკადს?!
ახლა კი მოგითხრობთ ადამიანთა არც ისე მცირე ჯგუფზე, რომლებიცინდოელიკანიბალებიარიან.
აგჰორი – ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალური სექტა და ამასთანავე შიშისმომგვრელიც. აგჰორი ინდუსი განდეგილების ერთი კლასია, სულ მცირე 1000 წელი მაინცაა, რაც მათი მიმდინარეობა არსებობს. მათი რიტუალებიდან,რომელშიც შედის მკვდარი ცხოველებისა და ადამიანის სხეულის ჭამა, ადამიანის სისხლისა და შარდის სმა, ადამიანის ძვლების გამოყენება რიტუალურ პრაქტიკაში, თითქოს უძველესი მისტიკური სექტის გორაკპუნტ ფაკირსის ჩვეულებებიდან იღებს სათავეს. ამბობენ,რომ ეს გორაკპუნტ ფაკირსი ერთმა ქარიზმატულმა რელიგიურმა ლიდერმა გორაკ ნაზმა აღმოაჩინა, თანაც ბევრი მიმდევარიც გაიჩინა. ინდუსური სექტებისგან განსხვავებით აგჰორის ხალხი ხორცსაც ჭამს და სასმელზეც არ ამბობს უარს, რომ აღარაფერი ვთქვათ მოსაწევზე.
ბრიტანელმა ანთროპოლოგმა ჰენრი ბალფორმა სექტის ყოფა ასე აღწერა:ისინი თითქმის შიშვლები დადიან, ხელში თავის ქალა უჭირავთ, რომელსაც გახრწნილი ხორცი უკვე შემოაცალეს და შეჭამეს, ტვინსა და თვალებს ქალიდან საკუთარი თითებით იღებენ, შესანიშნავ სასმელებს იმზადებენ სისხლითა და შარდით.
როგორც იცით, ინდოეთში ხალხი სხვადასხვა კასტას მიეკუთვნება, აგჰორელებს ყველაზე უფრო დაბალ კასტად მიიჩნევენ და თანამედროვე ინდუსებს ისინი ეზიზღებათ კიდეც.
როგორც ასკეტები აგჰორელებიც იცავენ მკაცრ წესებს, არ მასტურბირებენ, მკაცრად აკონტროლებენ სურვილებსა და ვნებებს. მარტივი ფრაზა „ყველაფერზეუარისთქმა“, წარმოადგენს ცოდვების შენდობის ყველაზე აუცილებელ წინაპირობას.
აგჰორელები იმისთვის არ ჭამენ ხორცს, რომ ეს სახალისოა, მოსწონთ ან სხვა რამე ამის მსგავსი???
რა თქმა უნდა არა. მათ თავიანთი რწმენა აქვთ, რომელიც შემდეგში მდგომარეობ: ხორცის ჭამა თურმე აძლევთ მათ მისტიკურ გარანტიას სამსარისგან გასათავისუფლებლად. სამსარა – დაბადება, გარდაცვალება, ხელახალი დაბადება - ციკლი, რომელიც ინდოელებს სწამთ. ადამიანის სხეულის ჭამა კი დაბერებას აჩერებს და მათ ანიჭებთ ზებუნებრივ ძალებს, ეს ზებუნებრიობა შეიძლება იყოს ამინდის მართვა, ჰაერში სხეულის აწევა და ა.შ.
ინდუსები ძირითადად გარდაცვლილებს კრემაციას უკეთებენ, მაგრამ არსებობს სხვა ტრადიციებიც, რომლის მიხედვითაც მიცვალებულს მდინარე განგში აგდებენ და მის დინებას აყოლებენ, სწორედ ამას ელიან აგჰორელებიც, ისინი ხშირად დაიარებიან მდინარის ნაპირზე და გვამებს ეძებენ.
2005 წელს ინდურმა და ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტოებმა აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი აგჰორის სექტის არსებობის შესახებ, მათ ფილმის გადაღებაც სურდათ და წევრებთან გასაუბრებაც, მაგრამ ნურას უკაცრავად, სექტის წარმომადგენლები საკმაოდ აგრესიულები აღმოჩნდნენ და ახლოს არ იკარებდნენ ჟურნალისტებს. საბოლოოდ ინდოელმა დოკუმენტალისტმა სენდიფ სინგმა მოახერხა აგჰორის წმინდა კაცთან (სადჰუ) დაკავშირება და შეუთანხმდა დაეშვა მათ სიახლოვეს 3 ოპერატორი, რომლებიც გვამის გამოჩენას დაელოდებოდნენ და შემდეგ მათ რიტუალს გადაიღებდნენ. 10 დღის შემდგომ განგში კანიბალების საკბილოც გამოჩნდა. თუ რა მოხდა შემდეგ წერილობით გაგაცნობთ, რადგან 10 წუთიანი ფილმი ,,Feeding on the Dead” ინტერნეტში არ მოიძევება.
გვამი უკვე გაუფერულებული იყო, მოცისფრო-მოლურჯო ფერი დაჰკრავდა, მაგრამ სადჰუს მოწამვლის სულაც არ შეშინებია. ჯერ მიცვალებულთან დაჯდა, ლოცვა აღავლინა და ხორცი ქალღმერთს შესთავაზა, შემდგომ კი თავად დააგემოვნა. თურმე ამ ფილმის გადაღებისას სექტაში 70 სადჰუ ცხოვრობდა, მათ ჩვეულების თანახმად ევალებოდათ 12 წელი ასეთ პირობებში ცხოვრება, მერე უკვე შეეძლოთ ოჯახში დაბრუნება, არჩევანი თავისუფალი იყო.
ჩრდილოეთ ინდოეთში საკმაოდ ბევრი აგჰორი დადის, ისინი მოწყალებას თხოულობენ, თან თავის ქალაში აგროვებენ ხურდა ფულს. მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც შიშვლები არიან და ყველაფერს ჭამენ, ყველაფერში შედის ისეთი რამ, როგორიცაა ცხოველის ფეკალური მასები, მცენარეთა ფესვები, შარდი და ა.შ.
კომოდოს დრაკონი
კომოდოს დრაკონი ხვლიკის ყველაზე დიდი სახეობაა, რომელიც ინდონეზიის რამდენიმე კუნძულზე ბინადრობს. სიგრძეში იზრდება 2-დან 3 მეტრამდე და აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი წონის ხვლიკის სტატუსი. მისი წონა დაახლოებით 70 კილოგრამია. დრაკონის კანი ნაცრისფერი და ქერცლოვანია.

კომოდოს დრაკონი ძლიერი მტაცებელი ცხოველია – შეუძლია თავისუფლად მოინადიროს მასზე 5-ჯერ დიდი ზომის მსხვერპლი. ამ არსებების კვების მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია. ისინი იკვებებიან როგორც ძუძუმწოვრებით, ასევე – რეპტილიებითა და მცირე ზომის ხვლიკებით. ამასთანავე იკვებებიან ლეშით.. იშვიათ შემთხვევაში არიან კანიბალისტურები.
ეს არსება კამერით პირველად გადაღებული იქნა დასავლეთის მეცნიერების მიერ 1910 წელს. მისმა ზომამ და განსხვავებულმა გარეგნობამ მაშინვე მიიქცია ხალხის ყურადღება და გახადა ზოოპარკებისა და ნაკრძალების განუყოფელი ნაწილი. კომოდოს დრაკონები გადაშენების პირას არიან,რადგან მათზე ხშირად ნადირობენ ბრაკონიერები. ამ არსებებს იცავენ ცხოველთა დაცვის პოპულარული ორგანიზაციები.. მათ ასევე იცავს ნაციონალური პარკი და ინდონეზიის კანონი,მაგრამ როგორც ჩანს ეს საკმარისი არ არის, რადგან ხვლიკებზე ნადირობა კვლავ გრძელდება.
აღსანიშნავია ის, რომ კომოდოს დრაკონები ადამიანების მიმართ განსაკუთრებით ცუდად არიან განწყობილნი. დაფიქსირებულია მათი ადამიანებზე (ხშირ შემთხვევაში ბავშვებზე) თავდასხმები, რომლებიც უმეტესად მკვლელობითაა დამთავრებული.
ყველაზე დიდი კომოდოს დრაკონის მონაცემებია:
სიგრძე – 3.13მეტრი
წონა – 166კილოგრამი (მოუნელებელი საჭმლით)
სიგრძე – 3.13მეტრი
წონა – 166კილოგრამი (მოუნელებელი საჭმლით)
კომოდოს დრაკონს არ აქვს განსაკუთრებულად მახვილი სმენის უნარი. ის სამყაროს აღიქვამს ფერებში და შეუძლია დაინახოს 300 მეტრის დისტანციაზე, მაგრამ ცუდად აღიქვამს უძრავ ობიექტებს. ხოლო ღამით უქვეითდება მხედველობა. ამასთანავე აქვს ცუდი ყნოსვა. ისევე როგორც ყველა რეპტილია, კომოდოს დრაკონიც ხმარობს ენას, რათა იპოვოს ობიექტი და გაიგოს მისი გემო.
Subscribe to:
Posts (Atom)